en
ge

პროექტი უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირებისთვის

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პარტნიორ ორგანიზასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” (TI) ერთად ახორციელებს პროექტს "უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება”. პროექტის მიზანია ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დაბალანსებული და თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირება, რომელიც საერთაშორისოდ დამკვიდრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში ეფექტურად განახორციელებს უფლებამოსილებებს.
პროექტის ფარგლებში EMC და TI ერთობლივად განახორციელებენ საქმიანობებს, რომლის მიზანიც არის:
•შონაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის რეფორმის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის, დელეგირებული ფუნქციების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის შეფასება და დოკუმენტირება;
•სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის შემდგომი რეფორმის საჭიროებებზე საჯარო დისკუსიის წახალისება;
•უსაფრთხოების სექტორში შემდგომი რეფორმების ადვოკატირება, მათ შორის, რეფორმის კონცეფციის მომზადების გზით.
პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემების რეფორმაზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ექსპერტი ასევე კარგად იცნობს საქართველოში ჩატარებულ რეფორმას.
პროექტს აფინანსებს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო”.
სრულად 
წყარო: EMC-ის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)