იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში მოეწყო ჩვენება ჩაიხანას დოკუმენტური ფილმისა - „ნაირას და ნორას მეგობრობა, ახალი ტექნოლოგიები". ჩვენების მიზანს წარმოადგენდა ხანდაზმული პირების სოციალიზაცია, ინტეგრაცია და კულტურულ პროგრამებში ჩართვა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში