თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს კვლევას: „ქალები ქართულ პოლიტიკაში", რომელიც 2016-2018 წლებში საარჩევნო ციკლის პერიოდში ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას სწავლობს.
კვლევის ძირითადი მიგნებებია:
საქართველოში ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ზრდა არ არის შეუქცევადი პროცესი - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მუდმივად ქნება დამოკიდებული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის კეთილ ნებაზე;
საარჩევნო სისტემა ხელს არ უწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას;
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნაკლებად აძლებს ქალ პოლიტიკოსებს საშუალებას ნომინირებულნი იყვნენ კანდიდატებად;
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და გამარჯვების შემაფერხებელი ფაქტორია ფინანსების არ ქონა;
სიებში ქალების არასწორი პოზიციონირება ხელს უშლის მათ გამარჯვებას;
წყარო: gyla.ge