თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი საფინანსო კომპანია „საქართველოს" დაზარალებულთა შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება.
„აქციის მონაწილეთა განმარტებით, დროდადრო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ხელს უშლიან დასადგამი ქოლგის, კარვისა და გასაშლელი საწოლის დადგმასა და ბანერების გაშლაში. აღსანიშნავია, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ფართო ტროტუარზე მიმდინარეობს და არ აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე, არ ბლოკავს შენობის შესასვლელს", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს შეკრების თავისუფლების პატივისცემა.
წყარო: www.ombudsman.ge