en
ge

PHR-ის მიმართვის შედეგად, შსს-მ პოლიციელებს დისციპლინური სახდელი დააკისრა

თბილისი. 2016 წლის 26 იანვარს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სახალხო დამცველს „სტუდია მონიტორის" სიუჟეტში ასახული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამონათქვამის შესწავლის მიზნით მიმართა.
PHR-ი მიმართვაში აღნიშნავდა, რომ პოლიციის თანამშრომელს აქვს დისკრიმინაციული და ქსენოფობიური დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვის მიმართ და ეთნიკური ნიშნით ახდენს დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლების დაყოფას, რაც წარმოშობს არაშემწყნარებლურ ფონს და აძლიერებს საქართველოში მცხოვრები ბოშების მიმართ არსებულ სტიგმას.
PHR-ის განცხადების საფუძველზე, სახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. აღნიშნული ფაქტის შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურეობრივი შემოწმება, რის შედეგადაც, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა შენიშვნა, ხოლო მეორე თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა სარეკომენდაციო ბარათი.
სრულად 
წყარო: PHR-ის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023