თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს JamNews-ის რეპორტაჟს მარნეულის რაიონში გოგონების მოტაცების თემაზე.
„ვიდეო მასალებში საუბრია ქალების პირად გამოცდილებაზე, როცა ისინი მომავალმა მეუღლეებმა მოიტაცეს. ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე საუბრობს ჟურნალისტი კამილა მამედოვა. მისი აზრით, რეგიონებში ნაადრევი ქორწინება განათლების ნაკლებობის ბრალია. მათ სკოლაშიც კი იმავე ღირებულებების მასწავლებლები ასწავლიან, რაც სოფელში არსებობს. გოგონების მოტაცებაზე საკუთარ აზრს გამოხატავენ მარნეულის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებიც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net