თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წევრები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იმ რეკომენდაციების განხილვა, რომელიც საბჭომ, სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიისათვის, 2016-2017 წლების განმავლობაში მომზადა. რელიგიათა საბჭოს წევრებმა შეუწყნარებლობით მოტივირებულ ძალადობაზე არაეფექტური რეაგირების პრობლემის სისტემური ხასიათი განიხილეს; სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობასა და პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს კონსტიტუციის პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებულ ცვლილების თაობაზე; ასევე, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საგადასახადო კოდექსში არსებულ მიდგომებზე.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი