მცხეთა-მთიანეთი. ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG Kazbegi ) საინტერესო და სასიამოვნო სიახლე აქვს, ქართული არასამთვრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩდა და იდეა „Kazbegi Young Walkers” მხარდაჭერილ პროექტებს შორისაა.
„პროექტის იდეა „KAZBEGI YOUNG WALKERS" გულისხმობს რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. იგი ემსახურება ყაზბეგის რაიონში ახალგაზრდების ცხოვრების სტილის შეცვლას, მათ ადაპტირებას რეგიონში და სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაახლოვებას. გვსურს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების გააქტიურებას და ვასწავლოთ მათ პირველ რიგში თავისი სოციუმის წარმომადგენლებთან და შემდეგ უკვე სხვა რეგიონიდან მოწვეულ ბავშვებთან თანაცხოვრება, რაც მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მრავალფეროვანი საქართველოს საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში