თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ფსიქოლოგთან ინტერვიუს, რომელიც ბულინგსა და ძალადობას ეხება.
„ქალზე სექსუალური ძალადობის კულტურული ჟანრები გვაქვს, თუმცა პედოფილიის მხრივ გაცილებით დიდი უბედურება გვჭირს. უხეშად რომ ავიღოთ, 150-მდე ჩემი პაციენტიდან, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მყოლია, 120-მა მითხრა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. თავდაპირველად, ეს ჩემთვის შოკი იყო, ვიფიქრე, სხვა მოვლენაზე ხომ არ საუბრობენ და სხვა სახელს ხომ არ არქმევენ-მეთქი. ბავშვობაში რაღაც ტიპის სექსუალური ძალადობის გამოცდილება საქართველოში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. რადგან ძალადობა გავრცელებულია და ის სწორედ ოჯახის ახლობელი ადამიანების მხრიდან ხდება, შვილს ინფორმაცია უნდა მიაწოდო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: sapari.ge