იმერეთი. ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს" საზოგადოებრივი ორგანიზაცია ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) წარმომადგენელი შვილთან ერთად ეწვია. სტუმრებმა მეზღაპრის მანტია და ქუდი მოირგეს და ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დღის ცენტრების პროგრამას საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში