en
ge

სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობა

თბილისი. 2017 წლის ივლისიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობას, უსალკაროთა პრობლემატიკის აქტუალიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: 1 - საცხოვრისის უფლებრივი სტანდარტებისა და არსებული პოლიტიკის მოწყვლად ჯგუფებზე გავლენის შესწავლა; 2 - საცხოვრისის უფლების ადვოკატირება და პრობლემის ხილვადობის გაზრდა, საკითხის ცენტრალური ხელისუფლების მიერ აღიარების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში გამოკვლეული იქნება საცხოვრებლის უფლებრივი სტანდარტებისა და არსებული პოლიტიკის გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე; საცხოვრისის უფლების შინაარსი და უფლებრივი სტანდარტი, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით; გამოსახლების წესი და პროცედურა,მისი შედარება საერთაშორისო სტანდარტებთან.
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელშეწყობით.
სრულად 
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)