en
ge

ქალთა მოძრაობა ე.წ ქართულ მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისი. ქალთა მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს თათია დოლიძის - გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის მისამართით ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე შესაბამისი უწყებების რეაგირებას.
16 ივლისის საღამოს აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი და მის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა საჯაროდ გააჟღერეს.
„ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ" - წერენ განცხადების ავტორები.
სრულად...
წყარო: გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023