en
ge

საია-ს საჩივრის საფუძველზე ევროსასამართლომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა

თბილისი. საია-ს საჩივრის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა.
2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით - „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საია და EHRAC დავობდნენ რომ თბილისის ცენტრში, მომჩივანთა საცხოვრებელი კორპუსიდან ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას.
2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა. თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ, სახელმწიფოს, კომპენსაციის სახით, 4500 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
სრულად 
წყარო: საია-ს ვეგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)