თბილისი. „საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში" მიიჩნევენ, რომ უცნობია, რა ბედი ელით საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა გადაცემები 17 ივლისს იხურება. ეს ორანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან ან რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. თუმცა, არხზე გადაცემების დახურვიდან ერთი კვირით ადრე, 10 ივლისის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. მათ მოგვწერეს, რომ "საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის”, ხოლო "განმარტების გაკეთება იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი საკადრო საკითხთან დაკავშრებით, არ წარმოადგენეს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას", - წერია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს გაასაჯაროვოს ინფორმაცია, ამასთან, აცხადებს, რომ აქტიურად დააკვირდება მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმას და მზად არის უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ გათავისუფლებას დაკავებული პოზიციიდან უკანონოდ ან უსამართლოდ მიიჩნევენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი