აჭარა.18-21 ივლისს ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაიმართება ტრენინგი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე.
ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში; DCFTA-ის ძირითადი დებულებები და საქონლის საბაჟო პოლიტიკა; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა; პროდუქციის უსაფრთხოება, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების რეგულირება; სურსათის უვნებლობის საკითხები ასოცირების შეთანხმებაში; მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკა; მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა; გარემოს დაცვა ასოცირების შეთანხმებაში; ენერგეტიკა; ტრანსპორტი; დასაქმება და სოციალური პოლიტიკა; საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ევროკავშირისის ფინანსური მხადაჭერა საქართველოსთვის.
ტრენინგი ორგანიზებულია პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელსაც „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი", „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი", „კონრად ადენაუერის ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებენ.