სამეგრელო-ზემო სვანეთი. საქართველოს სახალხო დამცველმა მესტიაში ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი გახსნა.
ოფისის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი სვანეთის მოსახლეობისთვის ადამიანის ულებების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, რეგიონში პრობლემური, მათ შორის სოციალური საკითხების იდენტიფიცირება და ადამიანის უფლებათა დარღვევის ინდივიდუალური საქმეების შესწავლა იქნება. ოფისში გაიხსნება, ას ევე, ბიბლიოთეკა, ჩატარდება თემატური ტრენინგები.
მესტიის ოფისი სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისთა შორის რიგით მეცხრეა. სახალხო დამცველის ოფისები მოქმედებს ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, მარნეულში, თელავსა და ახალქალაქში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი