მცხეთა-მთიანეთი. საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით, გუდაურში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე – „ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობა ზოგადი განათლების საფეხურზე". ღონისძიებას დაესწრო თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 18 პედაგოგი - სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები.
ტრენინგის მიზანს წამოადგენდა ზოგადი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებების შესახებ პედაგოგთა ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალების დახვეწის მიზნით. პედაგოგებმა მოისმინეს თეორიული მასალა, გაიმართა დისკუსიები, მსჯელობები, პრეზენტაციები, ჯგუფურ სავარჯიშოები და სამოქალაქო განათლების ადამიანის უფლებების სწავლების ნაწილის ანალიზი, მოახდინეს პრობლემათა იდენტიფიცირება და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი