en
ge

TDI ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების სავარაუდო დისკრიმინაციას იკვლევს

ქვემო ქართლი. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და პროფესიული ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის საკითხს იკვლევს.
TDI-ის იურისტმა დმანისის პირველი საჯარო სკოლის 5 მასწავლებელი, 3 მშობელი და 2 მოსწავლე გამოკითხა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხულები დირექტორის ქსენოფობიურ განწყობებსა და არაქართველი მოსწავლეების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ საუბრობენ. ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის მშობელი TDI-თან საუბარში მათი შვილების მიმართ სკოლაში განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.
TDI სწავლობს ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარ სავარაუდო დარღვევებს და უახლოეს დღეებში მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ეფექტიანი რეაგირების მოთხოვნით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)