შიდა ქართლი. „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებულ გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრში, შშმ პირების პრობლემების შესახებ გადაღებული ფილმის, „პეპლების ცირკის" ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც შშმ ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები.
ღონისძიება ორგანიზებულ იქნა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში არის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში