თბილისი. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მშობლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა – „ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებათა დაცვის მექანიზმები".
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და მშობლების ინფორმირებულობის გაზრდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის შესახებ.
ამ სამუშაო შეხვედრებს PHR მართავს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი