en
ge

საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი განიხილა

აჭარა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 და 12 ივლისს რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი განიხილა. ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა წარმოადგენენ.
რელიგიური გაერთიანებების სარჩელი უთანასწორო საგადასახადო რეჟიმს ეხებოდა. მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა საფუძველზეც, საგადასახადო შეღავათები მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას) ენიჭება.
მიმდინარე წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ეკლესიების და ტაძრების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკულტო ნაგებობების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, სხვა რელიგიური გაერთიანებების დაკვეთის შემთხვევაშიც, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023