თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის დაიწყო.
„სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებისგან მიიღებენ. საზაფხულო სკოლა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, პროგრესსა და ქვეყნის განვითარებაში ევროინტეგრაციის პროცესის როლზე ისაუბრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში