თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის IV ანგარიშს აქვეყნებს.
„2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, რამაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ეჭვები გააჩინა პროცესის პოლიტიზირების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2013 წლის თებერვლიდან გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ახორციელებს", - ნათქვამია დოკუმენტის შესავალ ნაწილში, - „ორგანიზაციის დამკვრვებლები ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს და აღწერდნენ პროცესს შემდგომი შეფასების მიზნით. ანგარიშის მიზანია, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის და მხარეთა პოზიციების შესახებ, გამოვლინდეს პროცესუალური დარღვევები და გახმაურებულ საქმეებთან არსებული ტენდენციები. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2015 წლის ივნისიდან - 2017 წლის აპრილამდე პერიოდს. დაკვირვება ხდებოდა 12 სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები იყვნენ წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირები: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ნიკანორ მელია და სხვები".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი