თბილისი. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისათვის ინტენსიურ ტრენინგ კურსს მართავს.
„შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა განათლების და დასაქმების პროექტს, როგორც წარმატებულ მოდელს რამდენიმე თვეში სახელმწიფო გადაიბარებს. 4 დღის განმავლობაში აუდიტორებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ყველა იმ სპეციფიკებს, რომლებიც დამსაქმებლებთან და სამუშაოს მაძიებლებთან სამუშაო პროცესების ეფექტურად წარმართვაში შეუწყობთ ხელს და შრომის ბაზრის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.
პროექტი „შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება" ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ოტავა 98-თან პარტნიორობით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში