თბილისი. 14 ივლისს, წითელი ჯვრის საზოგადოება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებული ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის სკოლაში მიიწვიეს. ორგანიზაციამ წითელი ჯვრის საქმიანობები გააცნო მოსწავლეებს.
„სწჯს-ის წარმომადგენელმა ისაუბრეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ისტორიისა, ფუნდამენტური პრინციპებისა, ემბლემისა და საქმიანობების შესახებ. ასევე, გააკეთეს პრეზენტაცია კონკრეტულად სწჯს-ის პრიორიტეტული მიმართულებების, განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე აქტივობების. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო პირველი დახმარების მოკლე სესიას, სადაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება მულაჟის გამოყენებით პრაქტიკულად განეხორციელებინათ გულ-ფილტვის რეანიმაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში