კახეთი. 19 თებერვალს, საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის"
გურჯაანელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 27 მოქალაქეს ეტლები გადასცა.
არასამთავრობო ორგანიზაციის, დღის ცენტრის დირექტორის, გულიკო როსტოშვილის
თქმით, ბენეფიციარებს ძალიან უჭირდათ და ფაქტობრივად, სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ
დაუხმარებლად: ,,ჩვენი ბენეფიციარებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია ეტლები, რადგან შეძლებენ გარეთ გამოსვლას და საზოგადოებასთან
კონტაქტს, მოვლენ ჩვენს ცენტრშიც. მადლობა მათ ვინც იზრუნა და ასეთი მნიშნელოვანი დახმარება
გაუწიათ".