თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედურ
შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. მონიტორებმა გააანალიზეს როგორც პრესაში, ისე ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში გამოქვეყნებული ყველა მასალა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვს. მონიტორები აკვირდებოდნენ ცალკეულ თემებთან დაკავშირებით ბავშვების გაშუქებას, ასევე, მათ შესახებ მომზადებული მასალების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას; ყურადღებას აქცევდნენ, თუ რა ჭრილში, რა კონტექსტში შუქდებოდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები; როგორ ჩანდნენ ბავშვები ჟურნალისტურ მასალებში და რა თემებთან დაკავშირებით საუბრობდნენ ისინი.
მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი