თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს
კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები" - პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტის, რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტი) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.
საია-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანხმად, 2016 წელს, „Check in Georgia”-ს, ამ კონცერტებზე, ინტერნეტის საშუალებით, 56,596 ბილეთი გაიყიდა. ამ რაოდენობიდან 2958 ბილეთი საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან შეიძინეს, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23% -ს შეადგენს. შესაბამისად, საია ასკვნის, რომ პროექტის ავტორების მოსაზრება, თითქოს „Check in Georgia” უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი