აჭარა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით".
„პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, საჯარო მოხელეებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის.
პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება და სხვა", ნათქვამია ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე.
წყარო: khulo.ge