აჭარა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობა აჭარაში ქალთა ოთახებს სტუმრობდნენ.
„ერთ-ერთი შეხვედრა აჭარის სავაჭრო პალატის ქალთა ოთახში გაიმართა. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დონორები დაინტერესდნენ ქალთა ოთახებისა და საბჭოს თანამშრომლობით და იმ მიზნებით, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებდა. ნინო ჩხეტიამ ქალთა ოთახების პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მუნიციპალიტეტების დონეზე, სადაც შეიძლება თავისუფალ სივრცეში შეხვდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გაიგო მათი საჭიროებები და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში