თბილისი. „კივიტასის" საზაფხულო ბანაკი დაიწყო.
„მონაწილეები გორის, ოზურგეთის, თელავისა და მარნეულის საჯარო სკოლებიდან 5 დღის განმავლობაში კეთილმოწყობილ ტრენინგ-ცენტრში ადგილობრივი დემოკრატიის, ბავშვთა უფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თემატიკას გაეცნობიან. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია სახალისო აქტივობები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში