en
ge

TI: პირველ არხზე დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა, კანონს ეწინააღმდეგებოდეს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, ტექნიკური გადაიარაღების გამო, ახალი სატელევიზიო სეზონის 2018 წლის იანვრიდან დაწყების თაობაზე. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არღვევდეს კანონს; კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდეს მაუწყებლის რეფორმის მიზანს; არ ასახავს მაუწყებლისთვის დადგენილ პროგრამულ პრიორიტეტებს.
„"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს, მათ შორის მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები; ამავე კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელს ევალება შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო გადაცემებსა და ახალ ამბებთან ერთად პრიორიტეტად საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების, ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას სახავს. იმ შემთხვევაში, თუ მენეჯმენტი პროგრამულ პრიორიტეტებს არ შეასრულებს და საბჭო არ განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს მის შესასრულებლად, კანონი პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს, მეტად დაინტერესდნენ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)