მცხეთა-მთიანეთი. ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რეგიონული განვითარება და სტრატეგიული დაგეგმვა".
„ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავების პრინციპები, რეგიონული განვითარების სტრატეგიისა და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდები, სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომები რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების სფეროში", ნათქვამია ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში