en
ge

საკითხების შერჩევა პეტიციისთვის

აჭარა. ქედის მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე წარსადგენი საპეტიციო საკითხების შერჩევის მიზნით „დემოკრატიის ინსტიტუტის" წევრებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის ამოცანების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
თავის მხრივ ფოკუს ჯგუფის წევრებმა ყურადღება მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს. ქედის ცენტრალურ მაგისტრალზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მონტაჟი, მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება, სოფლებში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია , რელიგიური/საკულტო ნაგებობების მოვლა-პატრონობა, დამისამართება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ფოკუს ჯგუფის წევრებმა სამომავლოდ გადასაჭრელ პრიორიტეტულ საკითხებად დაასახელეს", ნათქვამია პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: პეტიცია - ხალხი ხმა თვითმმართველობაში ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023