en
ge

კოალიციის განცხადება სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის გათავისუფლებაზე

თბილისი. 24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.
„კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს წინა საბჭოს მიერ დადგენილ მანკიერ პრაქტიკას და კვლავ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს. კოალიციის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. ამგვარი ვითარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სასამართლოსა და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნის/გათავისუფლების პრაქტიკა", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)