აჭარა. მეცხოველეობით დაინტერესებული ბენეფიციართათვის ასოციაციამ „ღირსეული სიბერე" სემინარი ჩაატარა მეცხოველეობის თანამედროვე ასპექტებზე.
„ბენეფიციარებმა დაწვრილებით მიიღეს ინფორმაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებულ დაავადებათა შესახებ, რძის პროდუქტების წარმოების სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის აუცილებელ პირობებზე და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში