თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი (შემადგენლობა) და პროცედურები.
„ვინაიდან საბოლოოდ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში კანდიდატების შერჩევა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, მიზანშეწონილია, უმრავლესობას (ან სრულად) კომისიას შეადგენდნენ არა ხელისუფლების შტოების წარმომადგენლები, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ კომისიის წევრებს ჰქონდეთ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ დაწერილი ქულები და ეს შეფასებები იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, ასევე დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. სხვა შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში კოალიციის ჩართულობას, შესაბამისად, ჩვენ მესამე კონკურსში მონაწილეობას აღარ მივიღებთ", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com