en
ge

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საინფორმაციო კამპანია დაიწყო

აჭარა. ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" (CCRG) ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ხულოს მოსახლეობისთვის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის და ევროპული მიდგომის (LEADER) შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადგილობრივი მოსახლეობის პროექტში მაქსიმალური ჩართულობა.
საინფორმაციო შეხვედრები უკვე შედგა ღორჯომის, აგარის, ვაშლოვანის საკრებულების ზოგიერთ სოფელში და ხულოს საკრებულოების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ჯგუფები – ფერმერები, მცირე მეწარმეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება 2017 წლის ნოემბრამდე და მოიცავს 12 საკრებულოს და ასევე დაბა ხულოს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)