21-25 ივლისს, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
„სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და პაციენტების უფლებები, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტები, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ეფექტური შემოწმების განხორციელება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge