კახეთი. 27-28 ივლისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საორიენტაციო კურსები ჩაატარა პანკისის ახალგაზრდებისთვის.
„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ცნობიერების ამაღლება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის, ემბლემისა და ფუნდამენტური პრინციპების შესახებ, ასევე მოხალისეობის, კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო არხების შესახებ. სასწავლო კურსები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სესიებს, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა ჯგუფური სავარჯიშოების მეშვეობით განიხილეს სხვადასხვა საკითხები და შეამოწმეს მიღებული ცოდნა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში