თბილისი. 28 ივლისს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი - EMC”-მ წარმოადგინა ანგარიში „სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი. კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი".
„ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ეხება როგორც საკანონმდებლო ხარვეზებს, ასევე სახალხო დამცველის პრაქტიკას.
სახალხო დამცველი არსებითად იზიარებს ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი დოკუმენტების წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დახვეწის, ასევე თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით ინსტიტუციების გამართული მუშაობის მიზნით", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge