ქვემო ქართლი. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ოქსანა მამედოვა და ლაიდა იმანოვა მარნეულის სოფლებში ტრენინგებს ატარებენ თემაზე - „საქართველო და ევროკავშირი".
„საქართველო და ევროკავშირის შესახებ ტრენინგების ციკლი (ჯამში 140 ტრენინგი) 13 ქალაქის 70 სოფელში ტარდება PITA-ას ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ევროკავშირის, დასავლური ღირებულებების და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში