თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" განათლების სამინისტროსთან საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის დავაზე, სამინისტროს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება და თანხების უკან დაბრუნების უსაფუძვლობა დაადგინეს.
„იქედან გამომდინარე, რომ საერთასორისო კონკურსი იმართებოდა 2015 წლის 25 მარტს, საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში - ათენში, რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო, სამინისტროს მხრიდან ასოციაციის მიმართ გამოყოფილი თანხების ჩარიცხვა განხორციელდა ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე. კერძოდ, 24 მარტის 10:00 საათზე სამინისტრომ თანხები დაურიცხა ასოციაციას, რომლის ასახვაც მოხდა 15:00 საათის მდგომარეობით, ხოლო ქართველი მონაწილეების უცხოეთში გამგზავრება უნდა მოხმდარიყო ამავე დღის ღამის საათებში. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში, სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების გამო, ეჭქვეშ დადგა ქართული დელეგაციის საერთაშორისო კონკურსზე გამგზვარებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge