en
ge

სასამართლომ შსს-ს კლდიაშვილზე ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას გიორგი კლდიაშვილის საქმეზე.
„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და 3 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 2014 წლის 14 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კლდიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, ხოლო მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება უკანონოდ ჩათვალა. 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. სასამართლომ არა მარტო გაამართლა გიორგი კლდიაშვილი, არამედ საქართველოს პროკურატურას და შსს-ს სოლიდარულად დააკისრა მისთვის უკანონოდ დაკავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)