სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ტრენერთა გადამზადების ტრენინგი ზრდასრულთა განათლების ცენტრების ხელმძღვანელებისა და ტრენერებისათვის.
„ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის საბაზისო ცოდნის მიწოდებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა კომუნიკაცია, ტრენინგის ფორმატი და დანიშნულება, ტრენერის როლი, ფასილიტაციის მეთოდები და სხვა. ტრენინგი მიმდინარეობდა ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე დაყრდნობითა და ისეთი მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორიცაა როლური თამაში, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია", ნათქვამია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
წყარო: www.cida.ge