თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას იყენებს.
„ბავშვების დაყოფა ჯანმრთელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად, ამყარებს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს, ქმნის ვარაუდს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არა მდგომარეობა, არამედ დაავადებაა, ხოლო შშმ პირები კი "დაავადებულები”. აღნიშნული ჩანაწერი ხელს უწყობს დისკრიმინაციას, საზოგადოებაში დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებას და კვლავწარმოებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com