აჭარა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაუტარდათ.
„სემინარი მიზნად ისახავდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, არჩენებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდას და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.
ა/ო სამართლიანი არჩევნების აჭარა-გურიის კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ ახალგაზრდებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, დაურიგდათ საინფორმაციო ბარათები და გაიმათა დისკუსია", ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში