თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ვისაუბროთ ბავშვების სავალდებულო ვაქცინაციაზე.
„გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ვაქცინაცია ბავშვებს არა მხოლოდ დაავადებებისგან, არამედ სიკვდილიანობისგანაც იცავს. ყოველ 20 წამში მსოფლიოში კვდება ბავშვი, რომლის გადარჩენაც ვაქცინაციით შეიძლებოდა. ყოველწლიურად, იმუნიზაციის შედეგად გადარჩება სამი მილიონი ბავშვის სიცოცხლე.
ამ ბლოგით ვეცდები, გასაგები ენით მოგაწოდოთ ინფორმაცია ზემოთ დასმულ კითხვებზე, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ თქვენი დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. დასაბუთებული პოზიცია კი, დაგვეხმარება საზოგადოებაში კვალიფიციურ და ჯანსაღ დისკუსიაში, დისკუსია, თავის მხრივ, დაეხმარება ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com