თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი აქვეყნებსა უპრეცენდენტო ინფორმაციას - რუსეთმა საქართველოს მოქალქე ლია შიოშვილს კომპენსაციის სახით 30 000 ევრო ჩაურიცხა.
„საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე, ერთ - ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში