სამეგრელო-ზემო სვანეთი. „ქალები უფრო მეტს იტყვიან ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე დღეს ამბობენ მამაკაცები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ის, რომ ქალები უნდა იყოვნენ სამზარეულოში, მოძველდა უკვე. მეტი ქალის პოლიტიკაში ყოფნით, ლიბერალული გახდება პოლიტიკა. ყველა პარტიამ უნდა წარადგინოს ქალები მერის კანდიდატებად. ქალი არის კარგი ორგანიზატორი, მენეჯერი”, - ეს განცხადებები გაკეთდა ფოთის გენდერული მედიაცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრა-დისკუსიაზე, რომლშიც პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა და აქტიურმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მიზანი თვითმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერება და მხარდაჭერა იყო. დისკუსია გაიმართა პროექტის - ,,თანასწორობა იგებს" ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში